18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ეს არის დროებითი ღონისძიება იმ ბარიერების სწრაფად დასაძლევად, რომლებიც ხელოვნურად ხვდებათ ქალებს პოლიტიკაში შემოსასვლელად - ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

ბესელია მიიჩნევს, რომ ეს დროებითი ღონისძიება დაეხმარებათ ქალებს იმ ხელოვნური ბარიერების სწრაფად დასაძლევად, რაც ხვდებათ ქალებს პოლიტიკაში შემოსასვლელად. 

"მე დავიცავ ამ წესს და ნამდვილად ასეთი სია იქნება საარჩევნოდ წარდგენილი, იმიტომ, რომ მინდა მეტი ქალი იყოს პარლამენტში, პოლიტიკაში და არ იყოს ეს უთანასწორობა, რასაც ვხედავთ წლების განმავლობაში. ეს არ არის ხელოვნური, ეს არის დროებითი ღონისძიება იმისთვის, რომ ეს ბარიერები, რომლებიც ხელოვნურად ხვდებათ ქალებს პოლიტიკაში შემოსასვლელად, ცოტა სწარაფად დავძლიოთ,"-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დაჩქარებულად განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 21-დან 30-მდე გაიზრდება. ინიციატივა ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". ფორმულა ითვალისწინებს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

დღის ამბები