საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებულია. მან 91 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 5 ის კი - ვერა. გადაწყვეტილების მიღებისას გარდამტეხი საკითხი ზოგიერთი დეპუტატისთვის, გენდერული კვოტირების შესახებ ცვლილება გახდა.
მორიგი საკითხი, რამაც სამსააათიანი განხილვის დროს დეპუტატებს შორის აქტიური პოლემიკა გამოიწვია, საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსების აკრძალვა გახდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ამავე მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხებაც.
ის, რასაც ცვლილებების ინიციატორი საბაბს უწოდებს, კენჭისყრაში არმონაწილეობის კონკრეტული მიზეზებია ოპოზიციისთვის.
სხდომათა დარბაზიდან განხილვამ დღესვე მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლა. ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. მათ შორის შენიშვნები გაჟღერდა ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, აუდიტის სამსახურს მედიის ფინანსური საქმიანობის კონტროლის ფუნქცია ენიჭება და რასაც თავად აუდიტის სამსახურიც ეწინააღმდეგება.
ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელსაც გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. ასევე, მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.