18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
სასწაული იქნება, რუსეთს არ ჰქონდეს მცდელობა, რომ ჩაერიოს არჩევნებში, რადგან ეს მათთვის ნორმაა - ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა​ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ნორმაა, ჰქონდეს არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა შემდეგი წლების განმავლობაში.

"სასწაული იქნება, რუსეთს რომ არ ჰქონდეს მცდელობა, რომ ჩაერიოს არჩევნებში, რადგან ეს მათთვის ნორმაა - ამას აკეთებენ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. არსებობს წინააღმდეგობის მექანიზმები, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია იქნება ზუსტად ის სივრცე, სადაც ფარდა აეხდება ამგვარ ნარატივებს, რომელიც რუსეთიდან მოდის. არა მხოლოდ რუსეთიდან, რადგან მართლაც საინტერესო იყო, თუ რამდენად სხვადასხვაგვარ ჩარევებს ვხედავთ ხოლმე.

6 წლის წინ ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი, კრემლი აგზავნიდა ამ ყველაფერს და მერე ვიღაცები თითქოს, იმეორებდნენ, მაგრამ ახლა უფრო გართულდა და დამძიმდა სიტუაცია. ამის გამო გაგვირთულდა საქმე ამ ყველაფრის გახსნის, ჩამოშლის და იმის გარკვევის პროცესში, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ეს უნდა ვიცოდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს, და ხალხსაც უნდა ახსოვდეს.

კიბერუსაფრთხოებას რაც შეეხება, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ ამის ინვესტირებას ვაპირებთ და ძალიან აქტიური პარტნიორები ვიქნებით,"-აღნიშნა ფონ კრამონმა.

დღის ამბები