18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ამ წუთებში არჩილ თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები მივიდნენ. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრის თემა, სავარაუდოდ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომელსაც პარლამენტი დღეს, მეორე მოსმენით განიხილავს. 

დოკუმენტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება. ცვლილებები პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. ასევე, მკაცრდება რეგულაციები საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 91 დეპუტატის მხარდაჭერით გუშინ დაამტკიცა.

დღის ამბები