18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
"ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა" საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანას ითხოვს

საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანას ითხოვს "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა". ნინო ბურჯანაძის პარტიაში ამბობენ, რომ სრულად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის დაკომპლექტების წესი. კონკრეტულად კი, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

"ჩვენ მოვითხოვეთ, ოპოზიციამ, არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციებმა, რომ ეს წესი შეცვლილიყო და ყველა პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში საშუალება ჰქონოდა, მინიმუმ სამი საარჩევნო უბნის გადათვლა მოეთხოვა. 

ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" ემზადება გაყალბებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს ამ მექანიზმის ჩართვა საარჩევნო კოდექსში," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.

დღის ამბები