18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
კონგრესმენ მალინის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნების მოახლოებაა - კახა კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა "დღის კურიერის" ეთერში კონგრესმენ მაკვეინ მალინის კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა. კახა კუჭავას თქმით, მას კონგრესმენის პოზიცია არ უკვირს, რადგან მალინი აქამდეც მუდმივად გამოირჩეოდა მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკული განცხადებებით.

კახა კუჭავა კონგრესმენის კრიტიკას ქვეყანაში არჩევნების მოახლოებასაც უკავშირებს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა კონკრეტულად ამ კონგრესმენისგან. ეს ადამიანი ადრეც გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით ჩვენს მიმართ დარეგისტრირებული რაღაც ცვლილებებით, თუმცა ამას არასდროს არ ჰქონდა საბოლოდ მსვლელობა. ესეც ერთ-ერთი მორიგი შემთხვევა არის იმ ფონზე, როდესაც ყველა გვილოცავს და ნამდვილად აღტაცებას გამოთქვამს იმ წარმატებაზე, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოსთვის, ქართველი ხალხის მიერ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, რომელმაც მიგვაახლოვა უფრო პროპორციულ არჩევნებთან არის 8 მარტის შეთანხმების შესრულების მთავარი პირობა.

ამ ფონზე კრიტიკა იმ ადამიანისგან, ვინც წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდა და რომელიც ცნობილი არის, ეს არ არის დაფარული, რომ ლობისტურ საქმიანობას ეწევა კომპანია "ფრონტერას" მიმართ, რომელსაც დავა აქვს სახელმწიფოსთან და წააგო ეს დავა არბიტრაჟში გასაკვირი არ უნდა იყოს. ბოლო პერიოდშიც არ არის გასაკვირი, რადგან არჩევნები პერიოდი ახლოვდება, მე ვთვლი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მით უმეტეს, როდესაც ასეთი წარმატებული ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ.

თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენლად დიდი აღიარებები სხვადასხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ სხვადასხვა სტატიების, ჟურნალისტებისგან და იმ მიღწევებზე საუბარი, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, არ გვიკვირს ასეთი აქტივობები, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ხნის კრიტიკოსები არიან ჩვენი ხელისუფლების, რომ განხორციელდა ცოტა მეტი სიხშირით," - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენი მაკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და "ქართულ ოცნების" თავმჯდომარეს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში კარგად შეიმჩნევა პუტინის გავლენები, რომელიც ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას საფრთხეს უქმნის. ის ასევე საუბრობს სცენარზე, რომელიც პრო-რუსულ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში ავიწროვებს ამერიკულ ბიზნესს, "ფრონტერასთან" ერთად სახელდება სხვა კომპაიებიც.

ამერიკელმა კონგრესმენმა მანამდე ღია წერილით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, სადაც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.

დღის ამბები