18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც საქართველოს საზღვრებს უხსნის

შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც საქართველოს საზღვრებს უხსნის.
საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორისაა, რომლებსაც ოფიციალურმა სტოკჰოლმა მწვანე შუქი აუნთო.

ჩამონათვალი ასეთია:
საქართველო, ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში შესვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენების ვალდებულება არ ექნებათ. თუმცა ყველა ტურისტი ვალდებული იქნება, დაიცვას ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის სოციალური დისტანცირების წესები და უარი თქვას პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე.

20 ივლისიდან საქართველოსთვის საზღვრებს გახსნის შვეიცარიაც. კონფედერაციამ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
განსხვავებულია ჩეხეთის პოზიცია, რომელმაც ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ქვეყნებიდან სიაში მხოლოდ 8 ქვეყანა დატოვა. ჩეხეთის სიაში საქართველო არ არის. სავარაუდოდ პრაღა საპასუხო ნაბიჯს ელოდება თბილისიდან.

მსოფლიოს ქვეყნებს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე შეზღუდულია.

დღის ამბები