კონგრესმენ მალინის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიას რესპუბლიკელი კონგრესმენი ეხმაურება. პიტ ოლსონი დადებითად აფასებს პუბლიკაციას, რომელშიც შტატების მხრიდან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დახმარებაზეა საუბარი.
"საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი კარგი გზავნილია" - წერს ოლსონი ტვიტერზე. მალინის სტატია გუშინ გავრცელდა და მასში რუსეთის გავლენებზე, ბიძინა ივანიშვილს პუტინთან მოკავშირეობასა და საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების ინიციატივაზეა საუბარი.