18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ასამბლეის წევრები არ აპირებენ ჩაერიონ არჩევნების პროცესში, ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ რეკომენდაციები - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 

როგორ ჩატარდება არჩევნები კოვიდპანდემიის პირობებში, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც იღებდა. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც.

შეხვედრის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. ჰენდრიკ დაემსის თქმით, საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიზანი რეკომენდაციების მიწოდება და საექსპერტო გამოცდილების გაზიარებაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი:

"მინდა საქართველოს პარლამენტს მივულოცო არა მხოლოდ იმ რეფორმების გამო, რომელიც ახლახანს ჩაატარეთ, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, რომ ჩაერიონ პროცესში, რომელიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ რეკომენდაციები და გაგიზიაროთ საექსპერტო გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია. ჩვენ ვართ გარკვეულწილად მომსახურების მომწოდებლები, ჩვენ ვართ მონიტორინგის ჯგუფი ამ პროცესისა და ჩვენი ვალია შევაფასოთ, რამდენად არის უზრუნველყოფილი მაღალი საერთაშორისო სტანდარტი, რამდენად ხდება უზრუნველყოფა სამართლიანი საარჩევნო კამპანიისა, რამდენად აქვს მასმედიას მასზე წვდომის შესაძლებლობა. მინდა ხაზი გავუსვა იმ დამატებით ელემენტებს, რომელიც საჭიროა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების, ამაზეა საბოლოდ დამოკიდებული შედეგი ქვეყნების ისევე, როგორც ჩვენი ძალისხმევისა,"- განაცხადა ჰენდრიკ დაემსმა.

კოვიდპანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ:

"ამ შემოდგომას ბევრ ქვეყანაში უნდა გაიმართოს არჩევნები, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მოვახდინოთ აზრთა გაცვლა, განსაკუთრებით მათთან ვინც უკვე ჩაატარა არჩევნები. ეს აუცილებელია იმისთვის რომ გავიგოთ, როგორ უმკლავდებიან სახელმწიფოები არჩევნების დროს არსებულ რისკებს. ვფიქრობ საქართველოს ამ მხრივ კარგი მოცემულობა აქვს. მან პანდემიასთან ბრძოლას თავი წარმატებით გაართვა, ამიტომ არჩევნებისთვის კარგი ნიადაგი არსებობს. როგორც ყველა სახელმწიფომ საქართველომაც უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები იმისთვის, რომ ამომრჩეველმა საკუთარი ხმის დაფიქსირება შეძლოს. ამისთვის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა. ასევე სხვა დამატებითი ზომების გატარება," -განაცხადა კრისტიან ურსემ

დღის ამბები