18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და პამდემიის პირობებში უსაფრთხო - არჩილ თალაკვაძე

როგორ ჩატარდება არჩევნები კოვიდ პანდემიის პირობებში - საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპელ კოლეგებთან მოსაზრებების და გამოცდილების გაზიარება მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პირობას იძლევა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული, თავისუფალი და COVID-19-ის პირობებში უსაფრთხო იქნება.

"ევროპელ კოლეგებთან გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები და გამოცდილება. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ სრულად ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს იმისათვის, რათა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში, ამისთვის უკვე შესულია ცვლილებები კანონმდებლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად და საპარლამენტო არჩევნები იქნება რასაკვირველია დემოკრატიული, თავისუფალი, ამასთანავე პამდემიის პირობებში უსაფრთხო," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები