18 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ფაქტი, რომ საქართველო იმ 15 ქვეყანაში მოხვდა, რომლებთანაც საზღვრის გახსნას ევროკავშირი უსაფრთხოდ მიიჩნევენ დიდი გამარჯვებაა - მაია ცქიტიშვილი

არ არის გამორიცხული, რომ ფრენების აღდგენის თარიღი შეიცვალოს - როგორც პრემიერ მინისტრმა დღეს მედიასთან განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ყველა იმ ქვეყანასთანაც, სადაც არის შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი მიმოსვლა.

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ ჩამონათვალში, რომელიც უსაფრთხოდ მიიჩნევა საქართველს სიაში არსებობა ძალიან დიდი გამარჯვებაა.

 ქვეყანამ საქართველოს წარმატება კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით აღიარა. 

"ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკლებლივ აღიარა ჩვენი წარმატება კოვიდთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო არის მოხვედრილი იმ 15 ქვეყანაში, რომელთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრების გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება.

ზოგიერთმა ქვეყანამ მაინც არჩია, რომ სარეკომენდაციო გზას სრულად არ მიყოლოდა და მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნათ საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებისთვის. ეს არის ის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან მიმდინარეობს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები