ოპოზიციის ლიდერები ფიქრობდნენ, რომ "ქართული ოცნება" ნოემბრის ტრიუკს გაიმეორებდა და საარჩევნო კოდექსის პროექტს ჩაშლიდა -"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში და აღნიშნა, რომ პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში სწორედ ამიტომ მიიღო მონაწილეობა და "ქართულ ოცნებას" არ მისცა შესაძლებლობა კენჭისყრა ჩაშლილიყო.
გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის და მისი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება.
"პირველი მოსმენით ალბათობა იმისა, რომ ჩაგდება კვლავ განმეორებულიყო იყო ძალიან მაღალი. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით პირველი მოსმენის ჩავარდნის შემთხვევაში, ჩავარდებოდა და დამთავრდებოდა პროექტი.
ჩვენი პრინციპული მოთხოვნა იყო და არის, რომ გიორგი რურუა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარეს პოლიტპატიმრად უნდა გაათავისუფლონ.
"ქართული ოცნება" თუ ჩააგდებდა პროექტს, მაშინ ჩავერთვებოდით, რადგან თუ ისინი ჩააგდებდნენ, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა. ეს არის ამის საფუძველი, რომ ჩვენ პრაქტიკულად მთავარ კენჭისყრაში მივიღეთ მონაწილეობა და არ მივეცით "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა ჩაეგდო კენჭისყრა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.