"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში განააცხადა, რომ გერმანიის ელჩი ყოველთვის მართალი ვერ იქნება და მას როგორც "თარგმანში დაკარგულს" ისე მოიხსენიებს.
ჟურნალისტის კითხვაზე: "გჯერათ, რომ გერმანიის ელჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს?" - გიგი უგულავამ უპასუხა:
"არა, არ მჯერა. რაც ბატონმა შალვამ თქვა მე არ მომეწონა, იმიტომ, რომ ამის საბუთები არ არსებობს და აბსოლუტურად, თითქმის გამოვრიცხავ, რომ ვინმესგან ფინანსდებოდეს ბატონი ელჩი. მეორეს მხრივ, ბატონი ელჩის პოზიცია მცდარია და გიგამ სწორად თქვა, თარგმანში დაკარგულივით მოიქცა.
ბატონი გერმანიის ელჩის ფორმალურად ნათქვამი ციტატა, რომ ფორმალურად ხომ არ ეწერა იქ არავინო, კონტექსტის გათვალისწინებით, არის მცდარი და მე არ მომერიდება ამის თქმა, რახანც ელჩია ის ყოველთვის მართალი ვერ იქნება ხო?!
მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოვიდეს შალვა ნათელაშვილისგან. როგორც ბატონ ელჩს აქვს სიტყვის თავისუფლების უფლება, ასევე ბატონ შალვასაც აქვს. მე ვთვლი, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ის, რომ ბატონი გერმანიის ელჩი საუბრობს, რომ თითქოს და მან ფორმალურად სიმართლე თქვა, დიპლომატიურად დაიცვა, აბა სად წერიაო, რა თქმა უნდა, არსად არ წერია, არც ჩემი გვარი არ წერია, არც რურუას გვარი. მაგრამ ის, რომ პოლიტპატიმრების თემა, ის, რომ სასამართლომ მიმდინარე საქმეები, რომელზეც პოლიტიკური ახმადობის კვალს ტოვებდა, ასეთი იყო ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე და ა.შ. ამ საქმეებზე საუბარი და კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ ქეისებთან დაკავშირებით იყო, კონკრეტულად პირობაც იყო "ქართული ოცნების" მესვეურების მხრიდან, ბატონი თალაკვაძე და კობახიძე წარმოადგენდნენ," - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგალავას თქმით, სტრატეგიული პარტნიორების დაცვა არ ნიშნავს, რომ "ევროპულმა საქართვლომ" ელჩი უნდა დაიცვას რომელიმე ოპოზიციური პარტიისგან.