13 აგვისტო 2020,   11:39
ვრცლად
ღმერთმა დალოცოს ამერიკა! - კახა კალაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დედაქალაქის მერი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კახა კალაძის თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები:

"ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების კუთხით უწევს.

ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!" - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღის ამბები