18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
"ჩვენი მეგობრობა ძლიერია!" - არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

განცხადება არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!" - წერია არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები