18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციების ქალი წევრები წარადგინა

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციების ქალი წევრები წარადგინა. 

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, პოლიტიკაში ქალების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, თორმეტ ახალ წევრთან ერთად ცვლილებები სწორედ ქალთა ჩართულობის მიმართულებით დაიწყება.

"ქალის უფლებები არის სერიოზულად დასაცავი. ქალის მხარდაჭერა არის რადიკალურად შესაცვლელი. სწორედ ეს მოძრაობა დავიწყეთ ჩვენ, სადაც ქალები იქნებიან ავანგარდში და ქალები ჩვენთან ერთად შეცვლიან ამ მდგომარეობას, რაც არის ამ მიმართულებით საქართველოში," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები