შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგი გრძელდება. ქართველი სპეციალისტები წყლის ხარისხის ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებს ევროკავშირის მეთოდოლოგიით განახორციელებენ. შეფასდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიებს უახლესი ტექნიკა გადაეცათ, რაც შესაძლებლობას იძლევა, კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიით ჩატარდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის თანადგომა და დახმარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წყლის მონიტორინგის კუთხით. დღეს იწყება 5-დღიანი მონიტორინგის პროგრამა აჭარის მხარეს,"- განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.