საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცებას ადასტურებენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ტატო ზარქუა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, მანამდე სტუმრად ნათესავებთან იმყოფებოდა.
დაკავებულის დეიდის ინფორმაციით, მისი სტუმრად მყოფი დისშვილი, სავარაუდოდ, მდინარე ენგურის მიმდებარედ სეირნობდა, რა დროსაც ის რუსმა სამხედროებმა, მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.