უხარისხო საწვავის შემოტანაზე ქვეყანაში სანქციები მკაცრდება - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
ბიუროზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებზეც იმსჯელებენ.
მიმდინარე კვირას, კომიტეტებზე, დარჩენილ საკითხებზე მოსმენები დასრულდება და მათი სესიაზე განხილვა უკვე მომდევნო კვირის რიგგარეშე სხდომებზე იგეგმება.