18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის მერს ტყუილში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს. ამჯერად ოპოზიციური პარტია საუბრობს კალაძის იმ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც ქალაქში საპარკინგე ზონები უნდა მოწესრიგებულიყო. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოცხადდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ კომპანიას პარკინგის მოწყობისთვის 12 მილიონი ლარი გადაუხადეს.

"სადაც ჩვენ ვდგავართ, ამის ქვემოთ 3 სართული უნდა იყოს მიწისქვეშა პარკინგი 70 ადგილიანი. მეტსაც გეტყვით, დედაქალაქის მერი გვპირდებოდა, რომ "სითი პარკს" ისე გავიყვანო ლარს არ გადავიხდიო იმიტომ, რომ ცუდი კომპანია არისო,  რაშიც ვეთანხმებოდით, რომ ცუდი კომპანია იყო, თუმცა, ამასობაში 12 მილიონი ლარი თბილისელების გაჭირვებული მოსახლეობის თანხა გადაიხადა.

დამატებით აქ მაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების და გადახდის აქტები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნახევარი მილიონი ლარი გადავიხადეთ იმის კვლევაში, რომ აქ მისტიური მიწისქვეშა პარკინგი რომ არის ახლა და თურმე დასრულებულია და ადამიანებს უკვე შეუძლიათ, რომ აქ ავტომობილები დააყენონ აი ამაში დამატებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადავიხადეთ," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები