ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს რეფორმას ითხოვს. მიზეზად კი ასახელებს არგუმენტს, რომ სააგენტო ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას.
ანა დოლიძე გამოეხმაურა ადმინისტრირების წესის ცვლილებასაც, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობა თავმჯდომარის ნაცვლად 5 კაციან საბჭოს ევალება. ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 965 000 ლარი გამოიყოფა.
"ჩვენ წინაშეა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის საპენსიო, საკურორტო თანამდებობების შექმნის მცდელობა. კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება იზრდება და კონკურენციის სააგენტოსთან იქმნება საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება 5 პირით. შესაბამისად, იზრდება კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება და დაახლოებით 965 000 ლარით. ეს მოხმარდება 5 ახალი თანამდებობის შექმნას, მათ საკმაოდ მაღალ ხელფასებს, მძღოლებს, ავტომობილების ყიდვას, მივლინებებს და საწვავს," - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ.