18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ეკა ბესელია პარლამენტს არჩევნებზე ხმების გაყალბების პრევენციისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებას და დამატებითი მექანიზმის შემუშავებას სთავაზობს

ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივით მიმართავს - იმისთვის, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გაყალბება გამოირიცხოს, დამოუკიდებელი დეპუტატი კოლეგებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას სთავაზობს, რაც უბნებზე ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებს.

ამ შემთხვევაში, შესაბამისი ეჭვის საფუძველზე შესაძლებელი გახდება, საარჩევნო უბნებზე გადაითვალონ ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. დეპუტატის ინიციატივა მისაღებია ოპოზიციონერი ლიდერის ნინო ბურჯანაძესთვისაც.

"ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან გაყალბება. შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სავალდებულო წესით გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. ჩვენი მოთხოვნაა, პარლამენტმა 13 ივლისის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, ეს ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილოს,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული" მოძრაობის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოზიციას:

"წინასწარი კონსულტაციები, რომელიც ქალბატონმა ეკამ ჩაატარა, გვაჩვენებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ ინიციატივას. მივმართავ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენთვისაც ბატონებო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არჩევნები არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს. პირველი ხარისხის ამოცანა არის ის, რომ უბნების გადათვლა შესაძლებელი იყოს, თუ კითხვის ნიშნები ჩნდება,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები