18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი მერე მოიტანეს და ჩააგდეს წყალში" - გიორგი ყიფშიძე შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს და ჩააგდეს წყალში. ადვოკატის განმარტებით, შაქარაშვილის ცხედარზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევად არ იყო.

"როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ თვითონ წყლის ზემოქმედება და გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მისი სხეულის მდგომარეობა, რაღაც ეჭვი გამიჩინა ის, რომ შესაძლებელია ეს 4 დღე წყალშიდაც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია 19-ში კი არ მოხდა და 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

დღის ამბები