18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. 132 მილიონი დოლარიდან ქვეყანა 15%-ს ვერ მიიღებს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის კომიტეტებს ანგარიშს არ მიაწვდის საქართველოში მთავრობის ეფექტური მუშაობის შესახებ. ინფორმაციას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინვა არ ეხება დახმარების იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ან გენდერული ძალადობის და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად.

დღის ამბები