ვადა, რომელშიც მთავრობას პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სპეციალური შეზღუდვების დაწესება შეუძლია ხანგრძლივდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ შეზღუდვების დაწესების უფლებას არჩევნებისას ოპოზიციის შევიწროვებისთვის იტოვებს.
მმართველ გუნდში კი ოპოზიციას თემით სპეკულირებაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ შესაძლოა კოვიდ ინფექციის მეორე ტალღა ქვეყანაში კვლავ დადგეს, მოქალაქეთა ჯანმრთელობა კი შესაბამისად უნდა იყოს დაცული, ამიტომ, აუცილებელია მოხდეს შეზღუდვებთან დაკავშირებული ვადების გახანგრძლივება.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინემ აღნიშნავს მნიშვნელოვანია არჩევნებიო ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში, საკანონდებლო ორგანოში მიღებული ყველა ცვლილება კი მხოლოდ დადებითი შედეგებზეა ორიენტირებული.
"მე ნამდვილად ვამტკიცებ იმას, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღეისთვის არის მიღებული და ინიციებული, არ არის მიმართული გარკვეული ზომების ნეგატიურ ჭრილში განხილვისა და ნეგატიური შედეგების მიღებისთვის,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.