18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივა მაუწყებელს საერთოდ არ ეხება - რატი იონათამიშვილი

მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს და ამ საკითხის მიმართულებით წამოწევას ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებენ. 

"ეს ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს, საუბარია მხოლოდ ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიციისგან და მათი მხარდამჭერებისაგან ამასთან დაკავშირებით უტიფარი ტყუილები მოვისმინეთ. დღეს ეს მათ ფაქტობრივად აღიარეს და განაცხადეს , რომ მიუხედავად იმისა, რომ არ წერია არსად, მაუწყებელი უნდა დაკონკრეტდესო. ვფიქრობ, რომ ისინი დაცლილები არიან საკითხებისგან და ამიტომ ხელოვნურად იგონებენ ნახევარდღიან ტყუილებს, რათა აჟიოტაჟი შექმნან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს.

დღის ამბები