18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების იანვრამდე გახანგრძლივებას ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

ვადა, რომელშიც მთავრობას პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სპეციალური შეზღუდვების დაწესება შეუძლია ხანგრძლივდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ შეზღუდვების დაწესების უფლებას არჩევნებისას ოპოზიციის შევიწროვებისთვის იტოვებს.

"არ შეიძლება კონსტიტუციური უფლებები, როგორიც არის გადაადგილება, საკუთრების უფლება, შეკრების უფლება შეზღუდო ისე, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არ იყოს საგანგებო მდგომარეობა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე სარჩელი არ გაიგზავნა, იმიტომ, რომ 15 ივლისი იყო მოკლე დრო, ახლა მე ვფიქრობ ეს აუცილებელი იქნება, რადგან არ შეიძლება აუარო გვერდი კონსტიტუციას და კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს ადამიანის უფლებების საზიანო შემზღუდავი შესაძლებლობების გადაცემა მთავრობისთვის,"- აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

კანონპროექტის მიხედვით შეზღუდვების პერიოდი 15 ივლისამდე იყო, თუმცა იანვრამდე გადაიდო. დოკუმენტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები