18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს.

პროტესტის მიზეზი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ბაჩანა შენგელიას პროფესიული საქმიანობის შეჩერება გახდა. აქციის მონაწილეთა განმარტებით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა "ქართული ოცნების" დამახასიათებელი მეთოდია.

"ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს პოლიტიკური დევნა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და "ფეისბუკ" სტატუსების გამო ადამიანების დაკითხვა,"- აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა. 

თავად ბაჩანა შენგელია კი აცხადებს, რომ ეს საქმე სხვა ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის. 

"ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაუშვებელია ცენზურის დაწესება, ეს საქმე მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის,"- აღნიშნა იურისტმა ბაჩანა შენგელიამ. 

დღის ამბები