საფრანგეთში მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინეს. შეიცვალა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, გარემოსა და კულტურის მინისტრები.
მინისტრთა ახალ კაბინეტში პოსტები შეინარჩუნეს ეკონომიკის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.