18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ფრენების აღდგენის გადაწევა შეუქმნის თუ არა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საფრთხეს - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი დამკვირვებლების გარეშე არჩევნების ჩატარებას ვერ გაბედავს

ფრენების აღდგენის გაურკვეველი ვადით გადაწევა შეუქმნის თუ არა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საფრთხეს - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა "ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკს და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიმართა.

"ჩვენი პარტნიორები და საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იყვნენ ამ არჩევნებზე იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს, ის, რაც გააფორმებს საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში ცალი ფეხით შედგმას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება მეორედ, რაც იქნება ჩვენი ბილეთი ნატოში გაწევრიანების რეალურად აქტუალიზაციისთვის, - განაცხადა კანდელაკმა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ვერ გაბედავს, რომ  საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები.

დღის ამბები