18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ - მაია სიდამონიძე

რამდენად შეიძლება ადგილობრივმა ტურისტმა დროებით მაინც ჩაანაცვლოს ის ნიშა, რომელიც საერთაშორისო ტურისტებს ეკავათ. ამ თემაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად კი სასტუმრო ტერასის მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მაია სიდამონიძე მსგავს ჩანაცვლებას შეუძლებლად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ სასტუმროებს საგადასახაო და საბანკო ვალდებულებების შესრულებაც გაუჭირდებათ.

"ვერანაირად ვერ შეძლებს ადგილობრივი ტურიზმი ამის ჩანაცვლებას.  რეგიონებში აქვთ შაბათ-კვირის ტურიზმი. 3-4 ჯერ დაბალი ფასებით ხელმძღვანელობენ. მეორეს მხრივ სასტუმროების დატვირთვის კოეეფიციენტი ვერ იქნება ისეთი, რაც იყო წინა წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ იმ დონეზეც კი ვერ იქნება, რომ საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების დაფარვა შეძლონ," - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

მაია სიდამონიძის თქმით, ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ იგრძნობა იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი დროულად არ აქვთ:

"კომუნიკაცია სამწუხაროდ არ არის მდგრადი. ძალიან ბევრ შეხვედრაზე არ გვეძახიან. ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ვხედავ. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხმა, რეგიონების ხმა, საერთოდ არაა,"- განაცხადა მაია სიდამონიძემ

დღის ამბები