ევროპის 5 ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შერჩევის კრიტერიუმები გაუგებარია. ოპოზიციონერი დეპუტატი იმ რისკებზეც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს.
"გაურკვეველია რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ. მაგალითად ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს სადაც იყო საშინელი პანდემია და ფაქტობრივად ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსათვის, სადაც არ იყო გავრცელებული ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხისა და რატომ არის სერიოზული რისკის ქვეშ უკვე დაყენებული ქვეყანა, როდესაც ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება," - აცხადებს რომან გოცირიძე.