18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ოპოზიცია ირჩევს ვირუსის მხარეს - რატი იონათამიშვილი

ევროპის 5 ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას მმართველ გუნდში კრიტიკითვე პასუხობენ.

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია და ყოველთვის ვირუსის მხარეს იჭერს.

"რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზციის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები და ყოველ ჯერზე,  როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ისინი ირჩევენ ვირუსის მხარეს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები