"ერთიანი საქართველოს" ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცალკე სუბიექტად - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება - 3.
"შევიტანეთ განაცხადი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ჩვენი პოლიტიკური ძალა "ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო - N3". გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა ჩვენს მიერ დანიშნული ჩვენი სახეები და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, 2 ადამიანი, ძალიან ღირსეულები და პროფესიონალები, რომლებიც იქნებიან არჩევნების დროს ცესკო-ში ჩვენი წარმომადგენლები," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.