18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
საია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება. შესაბამისი დოკუმენტაცია ორგანიზაციამ პარლამენტის კანცელარიაში უკვე ჩააბარა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საიას საკუთარი შენიშვნები აქვს, რომელთაც საკომიტეტო ფორმატში, სავარაუდოდ, 13 ივლისს განიხილავენ.

"პარლამენტს მივმართავთ ჩვენი შენიშვნებით, კომუნიკაციე3ბის ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ რომ ეს კანონი საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლების საკითხში. იმაზე მითითება, რომ თითქოს ეს არ არის მედიისთვის მომზადებული კანონი, რეალურად, სულ სხვანაირად იკითხება," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი.

მმართველ გუნდში  ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არც ერთ შემთხვევაში არ შეეხება მედიის განვითარების საკითხს.

"არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი გამოვიდნენ და შესაბამისი განცხადება გააკეთეს, რომ ეს კანონპროექტი მედიის თავისუფლების საკითხს არანაირად არ ეხება. საქართველომ, როდესაც ასეთი პოზიციები უკავია მედია თავისუფლების მაჩვენებლებით, როგორ შეიძლება დაუშვას, რომ რაღაც ეჭვი მაინც გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. თუ ეს თემა ეჭვის ქვეშ დადგა, პირობას გაძლევთ, არც მე და არც ჩემი კოლეგები ამას მხარს არ დავუჭერთ,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

 

დღის ამბები