18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
რატომ უნდა გაიარონ მოგზაურობიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა კარანტინი, უცხოელებისგან განსხვავებით - ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

რატომ უნდა გაიარონ მოგზაურობიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა კარანტინი, უცხოელებისგან განსხვავებით - "დღის კურიერში" სტუმრობისას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნულ რეგულაციას განმარტავს.

მისი მტკიცებით, ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა არა არის და მოტივად მოქალაქეებზე ზრუნვას ასახელებს.

"ჩვენ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია ის პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა, შესაბამისად, უფრო ინტენსიურია. ამაზე ეპიდემიოლოგები უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემენ. ამიტომ, საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ რეგულაციის არსებობა.

აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის, ეს არ არის დისკრიმინაციული ვითარება. 5 სახელწიფო, რომელზეც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ როგორც მოქალაქეებზე და ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის უზრუნველვყობთ 14-დღიანი კარანტინით. ყველა აღიარებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. ჩვენ გვექნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის საქართველოში და შესაბამისად, ამ ფორმის საფუძველზე რისკების მართვაც უფრო გაგვიადვილდება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები