ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს, თუ რატომ არ ამოწმებს ქვეყანა COVID - 19-ზე იმ 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომელთაც საქართველომ საზღვრები გახსნა.
"ფრენები არის სენსიტიური საკითხი, მაგრამ მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კომერციულ ჩარტერებს და ახლა კიდევ მე ვეძახი ხოლმე სოციალური ჩარტერებს, სწორედ ემიგრანტებისთვის დავნიშნეთ, სადაც ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი 200 ევრომდე, ჩვენ ვახდენთ თანადაფინანსებას და გეგმაზომიერად წამოვიყვანთ. ალბათ უდიდესი ნაწილი ჩვენი ემიგრანტების ისარგებლებს ამ შესაძლებლობით.
ვინც გამოჰყვება რეგულარულ რეისს, არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს ემიგრანტი - ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი საფასური, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და არ მოხდეს ის, რაც მოხდა 3 თვის წინ, როდესაც პანდემია იწყებოდა და დასასვენებლად წასულმა ადამიანები თავისდაუნებურად გახდნენ პირველი წყარო ინფექციის, ჩვენ ჩვენივე ხარჯით მათ აუცილებლად გავუშვებთ კარანტინში.
ახლა რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს გავრცელდება ევროპის იმ მოქალაქეებზეც ვინც იმ 5 სახელმწიფოდან არ ჩამოდის. თუ რატომ არ ვამოწმებთ ამ 5 ქვეყანას, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ საერთო ამ ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებულებიც ვართ, რომ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ, ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს, თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს, თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, იმ შემთხვევაში თუკი ამ 5 ქვეყნის მოქალაქე 14 დღის განმავლობაში, ვიდრე ჩვენთან ჩამოფრინდებოდა, ისტორიაში აქვს მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მასაც ასევე ჩვენ ვთავაზობთ სავალდებულო PCR-ს და ეს ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს და თავად იხდის, აქედან გამომდინარე კონტროლი ხორციელდება. რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი ჩვენს ხარჯზე და თან საქართველოს მოქალაქეებზე, მარტივი პასუხია, ჩვენ ვალდებული ვართ , მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ. ნურავინ მიიღებს ამას რაღაც სხვაგვარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა," - განაცხადა ნათია თურნავამ.