18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო სექტორი, უწყების მთავარ ფუნქციად, მაღალი დონის კორუფციის პრევენციასა და გამოძიებას ასახელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები ქვეყანაში წლიდან წლამდე უარესდება.

სამოქალაქო სექტორი ამერიკის კონგრესის ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო 132 მილიონიანი დახმარებიდან 15 პროცენტს არ მიიღებს, თუ ქვეყანა სამი კონკრეტული მიმართულებით - მათ შორის ერთ-ერთი კორუფციასთან ბრძოლაა - ეფექტურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "IDFI," "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" და "მწვანე ალტერნატივა".

დღის ამბები