18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა იხსნება

ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვის მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება.

"ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ,  იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები