18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"დღეს გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტის ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე" - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, დავალების შესაბამისად პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიაკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მაქსიმალურად სწრაფ დროში მოხდეს.

"რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ნიშნავს ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. 

ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და დღეს ჩვენ შედეგად 5 ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ყველანაირი პირობების გარეშე დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია, ეს ეხება პირდაპირ ფრენებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებას ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან მიმართებაში და აქაც ჩვენ გვექნება შესაბამისი შედეგები. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარების და აღდგენისთვის, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ზუსტად ისევე ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობის მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც. რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე.

ეკონომიკის სამინისტრო დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფ დროში. ვიდრე ეს მოხდება და შემდგომაც ეს გაგრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოელი ავიაკომპანიები, განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან.

ეს არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება, როგორც პირობები მოქალაქეების მგზავრობის, ასევე ამ უსაფრთხო ქვეყნების სიის, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა გლობალურად პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები