18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"რქაწითელსა" და "კახურ მწვანეზე" ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება - ფასის შეკავებას მთავრობა სუბსიდირებით გეგმავს

წელს, "რქაწითელსა" და "კახურ მწვანეზე" ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება. ფასის შეკავებას მთავრობა სუბსიდირებით აპირებს.

რთველთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე სოფლის მეურნეობის სექტორია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით კი, ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას შეძლებენ, 30 თეთრიან სუბსიდიას მიიღებენ მიიღებენ. 

"ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ მათი ფასი, მინიმუმ 80 თეთრი იქნება. 

რაც შეეხება დანარჩენ ყურძნის სახეობებს, ეს არის ინდუსტრიულად გავრცელებული "საფერავის" ჯიშის ყურძენი ან სხვა იშვიათი სახეობები, ამ სახეობებზე იქნება მოთხოვნა, რომ ფასები ადეკვატური იყოს და გათვალისწინებული იყოს მევენახეების ინტერესებიც," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები