დავით ზალკალიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის დახმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩანაწერი კონგრესის საბოლოო კანონპროექტში ვერ მოხვდა, უვიცობას და ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებენ ოპოზიციაში.
სალომე სამადაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს დღეს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი:
"სახიფათოა ქვეყნისთვის არა მხოლოდ ის უპრინციპობა, რომელიც ახასიათებს და ვიცით ყველამ ბატონ ზალკალიანს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, არამედ უვიცობა და არაკომპეტენტურობა, რომელიც მათ გამოავლინეს, დღეს იქნება განხილვა საბიუჯეტო კომიტეტზე აღნიშნული კანონპროექტის, არანაირი სხვა კანონპროექტი და ტექსტი არ არსებობს. შესაბამისად, საგანგაშოა, რომ ამ ჩანაწერის შესახებ, როგორც ჩანს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიგო მას შემდეგ, რაც ამაზე განგაში ატეხა ოპოზიციამ," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.