საქართველომ, შესაძლოა, იმ ქვეყნების სია გააფართოვოს, რომელ ქვეყნებთანაც კორონავირუსის გამო დაკეტილი საზღვრები გაიხსნება.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"ჩვენ თანმიმდევრულად ეტაპობრივად განვაახლებთ ასევე და უკვე ვართ მოლაპარაკებებში ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან. სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციის და კონსულტაციების შედეგად, ასევე იმ ფაქტებზე დაყრდნობით რა სიტუაციაც იქნება შექმნილი ევროკავშირის ქვეყნებში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და არ არის გამორიცხული გარკვეული პერიოდი შემდეგ ეს სია გაფართოვდეს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.