ისრაელში, კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორისა და ახლობლის წინააღმდეგ შესაძლო ბრალის წაყენებას, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ, მმართველი გუნდი კი, კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, უწყებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.
"ბატონ კეზერაშვილთან რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა "ქართულ ოცნებას", ამისთვის 8 წელი ჰქონდა, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ახლა, არჩევნების წინ, მრავალი წლის წინანდელი საქმეების პრობაგანდისტული ტრიალით და განხილვით, არა მგონია ქართველი ხალხი მოატყუოს "ქართულმა ოცნებამ", რომელიც 8 წელიწადია უკვე ატყუებს ხალხს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
"თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგულია დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული. ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა, ჩემთვის არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაცია, რომ ფული რომლის გათეთრებაზეც სავარაუდოდ არის საუბარი, სწორედ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში საქმიანობის შედეგად 11 მილიონამდე შემოსავალზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან.
ერთ-ერთი ბრალდებული მიხაელ ბენიამინი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი.