გერმანიის ელჩის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნები საქართველოს განვითარების გზებს ყურადღებით აკვირდებიან, მათ შორის, არის გერმანიაც.
ჰუბერტ ქნირში ამ განცხადებით, აშშ-ის კონგრესის კომიტეტში მიღებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესებს ეხებოდა.
"მე როგორც ვიცი წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმართა აშშ-ის მთავრობას, რომ მათ აცნობონ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამას ვაკეთებთ ჩვენც გერმანიაში, ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მედიის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ხელს ვუწყობდით საქართველოს განვითარებას შევარდნაძის დროს, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში და რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ, საქართველოს განვითარებას "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდშიც, საქართველოს წინაშეა დადებითი მოლოდინები და ნდობა,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ჰუბერტ ქნირშმა ეს განცხადება ასურეთის გერმანულ დასახლებაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერთან ერთად დასრულებული სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.