18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
პარლამენტში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენიმე საათია ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენიმე საათია ხმაურით მიმდინარეობს.

სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს მოსთხოვა არგუმენტები, თუ რისთვის არის საჭირო შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე უფლებები კომისიას გაეზარდოს, რაზეც კახა ბექაურმა უპასუხა, რომ ამით დაცული იქნება მომხმარებლების უფლებები და ეს არ იქნება საშუალება კომპანიებზე კონტროლი გაძლიერდეს.

ამის შემდეგ ,ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. მიზეზი კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტება გახდა.



დღის ამბები