18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
დარჩება თუ არა "ნაციონალურმამოძრაობა" გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წევრი - პარტიამ საბოლოო პასუხამდე დრო შემდეგ კვირამდე ითხოვა

ემუქრება თუ არა, "ძალა ერთობაშიას" ერთიანობას საფრთხე - დღეს შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შედგა.

ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა პარტიებმა იმსჯელეს ერთიან სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა იბრძოლონ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა იქამდე გასარკვევია ეს იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, თუ მათ გარეშე.

შეხვედრის შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემდეგ კვირამდე ითხოვა დრო პასუხამდე

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შემდეგ კვირამდე ითხოვა დრო საბოლოო პასუხისთვის, და ჩვენც ვუთხარით, რომ კარგი, რადგან ახლა არ არის ჯიბრის დრო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატებული პროექტი "ძალა ერთობაშია" არ დაიშალოს,"- აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. 

პაატა დავითაია კი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპამდე აგრძელებს შიდა კონსულტაციებს.

"ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპამდე აგრძელებს შიდა კონსულტაციებს და ალბათ იმ კვირის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა, გაერთიანება "ძალა ერთობაში". მათი გადაწყვეტილების შემდეგ "ძალა ერთობაშია" იმსჯელებს თუ რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას,"- აღნიშნავს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

დღის ამბები