18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებულ ოპოზიციაში მოსალოდნელ პროცესებს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, გაერთიანებაში მოსალოდნელ პროცესებს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებს, თუმცა როგორც კირკიტაძე ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" ფართო კოალიციური სპექტრით წარდგენას აპირებს:

"მთელი რიგი შევიდა კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა  შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ერთი რაც შემიძლია გითხრათ ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ წარვდგეთ ფართო კოალიციური სპექტრით იმ ჩარჩოში რა ჩარჩოსაც გვაძლევს საარჩევნო კოდექსი, ბევრი სიახლე, ბევრი ახალი ადამიანი, პოლიტიკური აქტორი თუ ჯგუფი იქნება წარმოდგენილი ჩვენს გარშემო," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"გაერთიანებულ ოპოზიციას-ძალა ერთობაშიას" დაშლას გამორიცხავს მურმან დუმბაძე და ამბობს, რომ გაერთიანება შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს:

"მე იმ ოფისამდე სხვა ოფისშიც ვიყავი, დავდივარ ყველგან სადაც საჭიროდ ვთვლი, რომ უნდა ვიარო. "გაერთიანებულ ოპოზიციას-ძალა ერთობაშიას" დაშლა არ ემუქრება. პირიქით ვფიქრობ რომ ამ ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები შემოვიდნენ," - განაცხადა მურმან დუმბაძემ თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები