18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
როგორ დავაბრუნოთ ანაბრები - ვანო ჩხარტიშვილის განმარტება

"ღამის კურიერის" ეთერში ვანო ჩხარტიშვილი ქართული ეკონომიკის რეალურ მდგომარეობასა და ანაბრების დაბრუნებაზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე: ქართული ეკონომიკის ახლანდელი მდგომარეობით, რეალურია თუ არა ამ ვალის გასტუმრება - ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ამის ერთ-ერთი საშუალებაა გაკეთდეს გრძელვადიანი გრაფიკი, რაც სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ, ამისთვის მთავარია პოლიტიკური ნება.

"მე ვთვლი, რომ ეს არის ისტორიული მოცემულობა, ეს არის თაობათა დანაზოგი და ძალიან ბევრ ოჯახს უნდოდა, რომ ეს თავისი შვილიშვილებისთვის მიეცა, მომავალი თაობებისთვის.

მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ გაკეთდეს გრძელვადიანი გრაფიკი და ყოველწლიურად რაღაცა კომპენსაცია გადაუხადოს იმ ადამიანებს. მეთოდოლოგიები ამისი არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. უკრაინამ გააკეთა, ყაზახეთმა და შეიძლება გამოყენებული იქნეს. მთავარია პოლიტიკური ნება ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები