ვანო ჩხარტიშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ არანაირი სურვილი ამ პროექტში ჩართვის არა აქვს და შეგნებულად დისტანცირებულია ამ პროექტისაგან.
ბიზნესმენი "ღამის კურიერში" ასევე აცხადებს, რომ ფოთის პორტთანაც არანაირი კავშირი არ გააჩნია.
"ეს არის აბსოლუტურად ფანტაზიაზე დაყრდნობილი ინფორმაცია იმიტომ, რომ მე არაფერი კავშირი არ მაქვს ფოთის პორტში მოქმედ ოპერატორებთან. ერთი არის დანიური კომპანია, მეორე არის ამერიკული კომპანია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა გვაქვს, მაგრამ პორტებთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, ეს ცალკე ორგანიზაციაა.
ერთ-ერთი მონაწილე ვარ, მაგრამ აბსოლუტური კავშირი არ აქვს ამას საპორტო ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ფოთის შუა ქალაქში მდებარე სავაჭრო ინდუსტრიული ზონა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი ზონის სტატუსიდან გამომდინარე აქვს სხვა ფუნქცია და არა საპორტო ინფრასტრუქტურა.
ანაკლიის თემა, ფოთის პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის სამივე განსხვავებული იურიდიული პირები, რომელთანაც კავშირი არის გამორიცხული.
ანაკლიას ჰქონდა თავისი გეგმა, არის შესანიშნავი პროექტი, ფული ვერ იქნა მოძიებული და გაჩერდა და დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ფული და აშენდება ეს პორტი. ეს არ არის ჩემი საქმე, სახელმწიფო არეგულირებს, შეგნებულად ძალიან დისტანცირებული ვარ ამ პროექტისაგან და შეფასებებისგანაც თავს შევიკავებ ანაკლიის გარშემო," - აცხადებს ვანო ჩარტიშვილი.